დღევანდელ ბიზნეს სამყაროში წარმატების მისაღწევად ინოვაციური გადაწყვეტილებები და ციფრული სიახლეების დანერგვა აუცილებელიც კი გახდა.
მიუხედევად კომპანიების უმრავლესობის „გაციფრულებისა“, გარკვეულ მომენტებში ყოველდღიური, თუნდაც ვირტუალური, ოპერაციების განსახორციელებლად საჭირო ხდება ისეთი სპეციფიური მომსახურების ტიპი, როგორიცაა - დასურათება.
სწორედ ამიტომ შექმნა ონვეის გუნდმა სერვისი, რომელიც გულისხმობს გზავნილთან დაკავშირებული ფოტოსურათების გადაღებას და, შესაბამისად, კომპანიებისათვის სრულყოფილი ლოგისტიკური მომსახურების გაწევას.
უმარტივესად დარეგისტრირდით ჩვენს სისტემაში და მართეთ როგორც თქვენი პერსონალური მონაცემები, ასევე თანამშრომლობის პირობები პერსონალური კაბინეტიდან.
დაარეგისტრირეთ და მართეთ თქვენი გზავნილები ჩვენი სისტემის მეშვეობით. ატვირთეთ ახალი შეკვეთები, გადაამოწმეთ და თვალი ადევნეთ მათ სტატუსებს. მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია და გზავნილთან დაკავშირებული დოკუმენტაცია უმარტივესად.
თვალი ადევნეთ თქვენს ბიზნეს სტატისტიკას ყოველდღიურ რეჟიმში: გაგზავნების რაოდენობას, ჩაბარებების ხარისხსა თუ სხვა თქვენთვის მნიშვნელოვან მონაცემებს.
ჩვენი სისტემა გაგიმარტივებთ თქვენი ხარჯებისა თუ შემოსავლების სწორედ დათვლასა და დანახვას. თვის ბოლოს კი ავტომატურ ინვოისსა და რეპორტინგსაც მიიღებთ მეილზე.