თქვენი ბიზნესის ყოველდღიური საქმიანობა არაა დაკავშირებული საკურიერო/საფოსტო სერვისებთან, მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ახლოვდება კორპორატიული წვეულება/ქორწილი და მოსაწვევების დარიგება გჭირდებათ?
ან როდესაც მომხმარებლებისათვის ვაუჩერების ან სადღესასწაულო საჩუქრების გაგზავნის დრო დგება?
ასეთი შემთხვევებისთვის ჩვენს გუნდში პროექტული მომსახურება დავნერგეთ.
ეს უკანასკნელი გულისხმობს ონვეისთან მოკლევადიან თანამშრომლობას და თქვენზე მორგებულ გადაწყვეტილებას საჭირო მომენტებში ხარისხიანი ლოგისტიკური მომსახურების მისაღებად.
ლოგისტიკურ მომსახურებას:
ციფრულ გადაწყვეტილებებს:
უმარტივესად დარეგისტრირდით ჩვენს სისტემაში და მართეთ როგორც თქვენი პერსონალური მონაცემები, ასევე თანამშრომლობის პირობები პერსონალური კაბინეტიდან.
დაარეგისტრირეთ და მართეთ თქვენი გზავნილები ჩვენი სისტემის მეშვეობით. ატვირთეთ ახალი შეკვეთები, გადაამოწმეთ და თვალი ადევნეთ მათ სტატუსებს. მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია და გზავნილთან დაკავშირებული დოკუმენტაცია უმარტივესად.
თვალი ადევნეთ თქვენს ბიზნეს სტატისტიკას ყოველდღიურ რეჟიმში: გაგზავნების რაოდენობას, ჩაბარებების ხარისხსა თუ სხვა თქვენთვის მნიშვნელოვან მონაცემებს.
ჩვენი სისტემა გაგიმარტივებთ თქვენი ხარჯებისა თუ შემოსავლების სწორედ დათვლასა და დანახვას. თვის ბოლოს კი ავტომატურ ინვოისსა და რეპორტინგსაც მიიღებთ მეილზე.